|
2020-03-16 14:34:46, 9908 ნახვა
ომი უკრაინაში
წულუკიანი - ქართულ საპატიმროებში არც ერთი საეჭვო შემთხვევა, არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში, არ დაფიქსირებულა
„ქართულ საპატიმროებში კორონავირუსის არც ერთი საეჭვო შემთხვევ არც პატიმრებში და არც ჩვენს პერსონალში არ დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საეჭვო სიმპტომების მქონე პატიმრები გაერიდებიან ციხის ტერიტორიას და მოთავსდებიან სამოქალაქო კლინიკებში. „შაბათ-კვირისა და ბოლო დღეების განმავლობაში გაიშალა ფართომასშტაბიანი მუშაობა პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ჩვენ სამ მიმღებ დაწესებულებაში - ქალთა დაწესებულება, გლდანის N8 დაწესებულება და ქუთისის N2 დაწესებულება, რომლებიც ე.წ. მიმღები ციხეებია, ანუ არის დაწესებულებები, რომლებიც იღებენ ახალ შემოსასახლებელ პატიმრებს, ახალ დაკავებულებს, მედპერსონალი გავიყვანეთ ციხეების პერიმეტრის გარეთ და ამ ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხის შენობის გარეთ. დროებით, მედპუნქტები არის განთავსებული ციხეების შენობების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ შედის და არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში იმისთვის, რომ იქ მყოფი მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების შესაძლო ინფიცირება ავიცილოთ თავიდან. დღემდე, ამგვარი საეჭვო სიმპტომებით ახალ დაკავებული პიროვნება იყო 9, აქედან ყველა იქნა გარიდებული ციხის ტერიტორიას და მოთავსებული სამოქალაქო კლინიკებში. ყველა საეჭვო შემთხვევას უკვე ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ეს ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ქართულ საპატიმროებში არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)