|
2026-10-24 13:35:49, 223 ნახვა
სამართალი
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
პროკურატურის ცნობით, გურჯაანის სასამართლომ თვითმკვლელობამდე მიყვანისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მათ 5-5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. "სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ყალბი FB გვერდის გამოყენებით მოიპოვეს, შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად, დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა". - წერია პროკურატურის განცხადებაში უწყების ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) და 157 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით) წარდგენილ ბრალდებებში.
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)