|
2020-03-16 13:50:58, 6723 ნახვა
ომი უკრაინაში
ტიკარაძე - ამ დროისთვის, ჩეხეთის მოქალაქესთან კონტაქტში მყოფი 30 ადამიანი იმყოფება იზოლაციაში
„გუშინვე მოხდა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც ჩეხეთის მოქალაქესთან კონტაქტაქტში იმყოფებოდა. ამ დროისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩეხეთის მოქალაქესთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი დადგენილია და დამატებით კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. „იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ჩვენ უკვე კარგად ვიცით, პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან კარგი ეგექტი აქვს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცრო, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და რომელიც დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში. თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი, ალბათ, თქვენთვის უკვე ძალიან კარგადაა ცნობილი, ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქათველოში, რომელსაც 8 მარტს გამოუვლინდა, როგორც თვითონ ყვება სატელეფონო საუბრისას, სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოზირება მოხდა ჩეხეთში, რის შემდეგაც მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩსთან ისევე, როგორც იმ სასტუმროების წარმომადგენლებთან, სადაც ის იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე, ისევე, როგორც ყველა სხვა დახურულ სივრცეზე დავაწესეთ შეზღუდვები. ჩეხეთის მოქალაქემ არ დამალა, ღიად დარეკა და დააფიქსირა, ასევე ფოტო მასალით სრულიად აღწერა ის მარშრუტი, რომელზეც იმყოფებოდა სიმპტოემბის გამოვლენის შემდეგ. ეს დაეხმარა ოპერატიულ სამსახურს, რათა გუშინვე მოეხდინა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც მასთან კონტაქტაქტზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდეს ყველა ამ ადამიანის იზოლაციაში მოთავსება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მანვე უარყო ის ფაქტი, რომ ჩეხეთის მოქალაქე კახეთში იმყოფებოდა. „ის კახეთში არ იმყოფებოდა. იყო გუდაურში, მოწოდებუბლი აქვს მანქანების ნომრები, რომლითაც ის გადაადგილდებოდა და მისამართი, სადაც მან გაატარა გარკვეული დრო“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე დაიხურა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გახდა ჩეხეთის მოქალაქის ინფიცირება. შეგახსენებთ, რომ შეხეთის მოქალაქე გუდაურში 4-9 მარტს იმყოფებოდა. მას საქართველოში ყოფნის დროს გამოუვლინდა სიმპტომები, თუმცა მისი ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მას შედეგ გახდა ცნობილი, რაც მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა და იქ დაუდგინდა კორონავირუსი.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)