|
2020-03-11 11:42:36, 2359 ნახვა
სამართალი
სახელმწიფოსთვის ქონებრივი დაზიანების მიყენებისთვის ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების მოტყუებით მიყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები - ბ.ც., პ.გ., კ.ნ., მ.გ. და მ.ტ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა, 2018-2019 წლებში, სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შეიქმნეს და გამოიყენეს დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლა, რითაც გადაუხდელი გადასახადის სახით 36 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო თაღლითობის სხვა მსგავსი ფაქტების გამოსავლენად სამართალწარმოება გრძელდება. დღეის მდგომარეობით, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და საერთო სასამართლოების სისტემაში იხილება 84 პირის ბრალდების ათეულობით საქმე, 29 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიუღებელი გადასახადის სახით მიყენებული ზიანიდან ანაზღაურებულია დაახლოებით 6 მილიონი ლარი. საგადასახადო თაღლითობის სხვა მსგავს ფაქტებზე რეაგირების, დანაშაულებრივად დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების გასატარებლად სამართალდამცავ სისტემებში გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)