|
2015-08-04 15:20:02, 502 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები და მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაცით, სხომაზე 5 საკითხი განიხილეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ქ. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე 150 377 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ანგარის ტიპის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პირობით პრივატიზების შესახებ ისაუბრა. ასევე განიხილა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისა და ეფექტურად ხარჯვის უზრუნველყოფისათვის, ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩა N1-ში მდებარე 3802 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ანგარის ტიპის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პირობით პრივატიზების საკითხიც. დავით ბალაძემ ასევე ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედაგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ვახტანგ წულაძემ სსიპ ,,აჭარის სატყეო სააგენტოს“-ს 2015-2019 წლების სტრატეგიის მოწონების შესახებ ისაუბრა, ხოლო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)