|
2015-08-04 15:15:30, 489 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი პროკურატურის რეფორმის შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს
„მჯერა, რომ პრეზიდენტი პროკურატურის რეფორმას ჯანსაღად მიუდგება და ხელს მოწერს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით განუცხადა. ამასთან, წულუკიანის თქმით, მას იმედი აქვს, რომ პარლამენტი რეფორმის მეორე მოსმენას წარმატებით უყრის კენჭს. „ყველამ მინდა იცოდეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე პრეზიდენტმა, რომელმაც ამ რეფორმას საბოლოოდ უნდა მოაწეროს ხელი. ეს რეფორმა არის პირველ რიგში მთავარი პროკურორის დანიშვნის რეფორმა. მჯერა, რომ პრეზიდენტი ჯანსაღად მიუდგენა ამ საკითხს და პროკურატურის რეფორმას ხელს მოაწერს. ეს რეფორმა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში რაც შეიძლება მალე უნდა იყოს ხელმოწერილი და ძალაში შევიდეს შემოდგომაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ წელს ავირჩიოთ ახალი წესით საქართველოს მთავარი პროკურორი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)