|
2015-08-04 15:01:56, 496 ნახვა
პოლიტიკა
დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა
თბილისის საკრებულოს სხდომა ახალგაზრდული ოლიმპიადის „თბილისი 2015“ განხილვით დაიწყო. როგორც საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ოლიმპიურ ფესტივალზე არც ერთი ქვეყნის მერი არ იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ ეს არის თბილისის მერიის სირცხვილი. „როგორ მოახერხეთ თბილისის მერია გამხდარიყო უავტორიტეტო. არის თუ არა ეს მერიის სირცხვილი?“, - აღნიშნა აბესაძემ. მისმა შეფასებამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება გამოიწვია და რიმა ბერაძემ აბესაძეს უპასუხა „თქვენი სირცხვილი არის თქვენი წარსული“. საკრებულოს უმრავლესობის წევრების შეფასებით, ოლიმპიური ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდა. საკრებუოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, მერის უფლება იყო ჩამოვიდოდა თუ არა ფესტივალზე. ოლიმპიური ფესტივაელი დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი ხელაიამაც შეაფასა დ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე ფესტივალს კარგი შეფასება ჰქონდა. „მთლიანობაში ღირსეულად, მაღალ დონეზე ჩატარდა, მაღალი დასწრება იყო, საერთაშორისო დონეზე კარგი გამოხმაურებები მოჰყვა. სპორტსმენებს კი, მინდა მომავალში წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა ხელაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)