|
2015-08-04 14:02:12, 467 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ლუქსემბურგის ჰაერნაოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში ლუქსემბურგის ჰაერნაოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტთან ჟან ბირგენთან და ფედერაციის წევრებთან. ფედერაცია აერთიანებს 40 ათასამდე მოყვარულ პილოტს 69 ქვეყნიდან და მათი მიზანია 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ავია შოუს ფარგლებში, საბოლოო დანიშნულების ქვეყანა სწორედ საქართველო იყოს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტროდან აცნობეს, გეგმის შესაბამისად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოყვარული მფრინავები გამოემგზავრებიან საქართველოში და რამდენიმე დღის განმავლობაში 20-მდე საფრენი აპარატით მოივლიან და დაათვალიერებენ საქართველოს. დავით ბაქრაძემ აღნიშნა მსგავსი ღონისძიების მნიშვნელობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის, ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მომავალი პარტნიორობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და პროექტის განხორციელების მხრივ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)