11:12 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 18:44:10, 4465 ნახვა

სამართალი
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულ შ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შ.ლ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 მარტს, ქ.ჭიათურაში, შ.ლ.-მ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - მ.რ.-ს მიმართ, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა შ.ლ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დააკავეს.

შ.ლ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126’ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics