|
2015-07-31 20:50:19, 684 ნახვა
სამართალი
დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გაუქმდა
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ასევე გაუქმდა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა. "აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა, ძებნილმა პირმა საჩივრით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა. დ. კეზერაშვილის საჩივრის საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს პროკურატურისგან გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ქართული მხარის მიერ მიწოდებულ იქნა სრულყოფილად. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული არგუმენტაცია სრულად იქნა გაზიარებული ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. მოგვიანებით, საფრანგეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, დ. კეზერაშვილის ადვოკატებმა კვლავ მიმართეს ინტერპოლს და მოითხოვეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმება. მოცემულ შემთხვევაშიც, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ქართული მხარისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია დავით კეზერაშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტების საპასუხოდ, რაც ასევე სრულყოფილად მიეწოდა ხსენებულ ორგანიზაციას. მსგავსად წინა შემთხვევისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ არც ამჯერად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დამატებით მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალაში დატოვა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. მსგავსად დავით კეზერაშვილის შემთხვევისა, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს რამდენჯერმე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა აგრეთვე საჩივრით მიმართა ინტერპოლს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხილავს დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)