|
2020-02-24 10:49:25, 6801 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მოლაშქრეებს დაბა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან შეხვდა, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე მემორიალი თაიგულით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. თავდაცვის მინისტრი ლეგიონის წევრებს გაესაუბრა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს სამხედრო მუზეუმის შექმნის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის განთავსება თბილისში იგეგმება. ახალგაზრდული ლეგიონის ხელმძღვანელებმა თავდაცვის მინისტრს ლეგიონის სიმბოლო - ხის ფარი გადასცეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. ლაშქრობა „თბილისის დამცველთა“ დღე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებით გაიმართა და არმიისა და სახალხო გვარდიის იმ მებრძოლებს მიეძღვნა, რომლებიც 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების დროს წითელი არმიის წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ. ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სამხედრო თემატიკის კურსებსა და ექსპედიციებს სთავაზობს. ლეგიონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ინტენსიურად თანამშრომლობს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)