|
2020-02-19 22:51:29, 2253 ნახვა
სამართალი
ხვალიდან საკონსტუტუციო სასამართლო მართმადიდებლური ეკლესიის უპირატესობის კონსტუტუციურობაზე მსჯელობას დაიწყებს
საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ცხრა რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი განხილვის სხდომა. მოსარჩელეები მიიჩნევენ რომ მათ მიმართ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპი. 2019 წლის 12 აგვისტოს, 9 რელიგიურმა ორგანიზაციამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართალოს. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპს. კანონში არსებული რეგულაციები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს უფლებას, გახდნენ სახელმწიფო ქონების შემძენი, ასევე არ აძლევს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას სასყიდლით და უსასყიდლოდ. გარდა ამისა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კანონი არ აძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან მიიღოს ქონება ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ. კანონი ამ უფლებების სარგებლობას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უშვებს. საყურადღებოა, რომ 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6³ მუხლის 1-ლი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული უფლების მხოლოდ ერთი რელიგიური ორგანიზაციისათვის მინიჭება დისკრიმინაციული. აღნიშნულ საქმეზეც რელიგიური გაერთიანების ინტერესებს სასამართლოში იცავენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)