|
2015-07-31 12:51:42, 425 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს რა თქმა უნდა დაძლევს
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაურის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებით, „ხალხს თავი შეახსენა, რომ ის პრეზიდენტია“. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტის ვეტო უარგუმენტოა და მას პარლამენტი დაძლევს. „რა თქმა უნდა პარლამენტი ვეტოს დაძლევს. რაც შეეხება პრეზიდენტის განმარტებებს, თუ რატომ დაადო ვეტო, მე ვერ ვნახე ვერც ერთი არგუმენტი, რომელიც იძლეოდა ვეტოს დადების საფუძველს, გარდა იმისა, რომ მან ხალხს შეახსენა თავი, რომ პრეზიდენტია. კომერციული ბანკების ასოციაციამ ცალსახად დაუჭირა მხარი ჩვენს მიერ მიღებულ კანონს. მათი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნა. პრეზიდენტს ჰყავს თავისი არასამთავრობოები და რამდენიმე ბიზნეს წრე, რომლებიც ვის წარმოადგენენ, ხალხის რომელ ფენას, ან თვითონ რომელ ამომრჩეველს ეყრდნობა, ეგეც გაურკვეველია. მან მიატოვა ის ხალხი, ვინც პრეზიდენტი აირჩია“, - აღნიშნა მეჭიაურმა. ცნობისთვის, ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)