|
2020-02-13 12:42:43, 1987 ნახვა
სამართალი
2019 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლი 1%-ით გაუმჯობესდა
„2019 წელს მცირედით დადებითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა“, - ამის შესახებ IDFI-ში განაცხადეს. როგორც ცნობილია, 2019 წელს 64,123 დანაშაულის შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 2018 წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება. „ თუ დავუშვებთ რომ 2018 წლიდან დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვით სამინისტრომ უარი თქვა ე.წ. შელამაზებული სტატისტიკის წარმოებაზე, მაშინ დანაშაულის ტენდენციების რეალურ სურათს მხოლოდ 2019 და 2018 წლების მაჩვენებლების შედარება გვაჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს. 2019 წელს მცირედით დადებითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, 2018 წლამდე ე.წ. „შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოების შესახებ ვარაუდებს, მნიშვნელოვნად ამყარებს არსებული მონაცემებიც. მაგალითად, 2019 წლის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვნებელი დაახლოებით 20%-ით ნაკლებია. ამავე დროს 2019 წლის სექტემბრიდან იწყება რეგისტრირებული დანაშაულის მნიშვნელოვანი კლება და მისი გახსნის მაჩვენებლების გაუმჯობესება, რაც ემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ცვლილებას.“, - წერს IDFI-ი.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)