20:08 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 12:38:19, 1913 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავა

ქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის ან გაადვილების მიზნით განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 2019 წლის ოქტომბრიდან ძებნილი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში დააკავეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ზ.მ.-მ 2019 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ, იგი წაიყვანეს ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ვ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზ.მ.-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და 2019 წლის ოქტომბრიდან მასზე ძებნა გამოცხადდა.

მასთან ერთად, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პასუხისგებაში დაუსწრებლად არიან მიცემული და ამ დრომდე იძებნებიან: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ.

აღნიშნული დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ძებნილი პირების ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საქსონია-ანჰალტში დამარცხებამ მისი პარტია „საფუძვლებამდე“ შეარყია
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიწვია
ტუსკი- პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრიუმფით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics