09:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 11:11:35, 1197 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა  და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (25 კაფსულა და 12 აბი) და ფსიქოტროპული (12 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics