|
2015-07-30 11:12:33, 340 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს ეხმაურება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. „30 ივლისს მსოფლიო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ამ დღეს 2014 წლიდან ფართოდ ეხმაურება, რითაც ხაზს უსვამს ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობას. საქართველო, როგორც გაერო-ს წევრი სახელმწიფო, იზიარებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სულისკვეთებას და უერთდება ამ დღის აღნიშვნას. ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით საქართველო მიერთებულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციებს. არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციურ დონეზე ფუნქციონირებს სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი და მჭიდრო თანამშრომლობა ხორციელდება საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყება, აქტიურად განაგრძობს 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას; ამასთან, კოორდინაციას ახდენს ოთხივე მიმართულებით, რაც მოიცავს პრევენციას, მსხვერპლთა დაცვას, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური და პროაქტიური ღონისძიებების განხორციელებასა და თანამშრომლობას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებული ღონისძიებებისა და პროაქტიური გამოძიებების წარმოების შედეგად, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოს განაჩენების რაოდენობა. დანაშაულის პრევენცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად ინტენსიურად ახორციელებს ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ კამპანიას. დამატებით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 2015 წელს იუსტიციის სამინისტრომ გამოავლინა 2 გამარჯვებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ჩაატარებენ ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა სახის ღონისძიებას ტრეფიკინგის თემაზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)