|
2020-02-01 10:37:36, 2432 ნახვა
სამართალი
ვაჟა სირაძემ სკოლის მოსწავლე გიორგი ფალელაშვილს საჩუქრად საპატრულო პოლიციის ფორმა გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ 15 წლის გიორგი ფალელაშვილს, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში დაჭრეს, სიურპრიზი მოუწყო, სახლში მოინახულა და სპეციალურად მისთვის მომზადებული საჩუქარი გადასცა. შემთხვევა გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მოხდა. არასრულწლოვანი გიორგი ფალელაშვილი მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, რომელიც მანამდე 2 მოქალაქეს ეკამათებოდა, გიორგის მეგობარს და მის მამას დაუწყო ჩხუბი. მოზარდი მეგობრის და მისი მამის საშველად შემობრუნდა, რა დროსაც უცნობმა იგი ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა, დაჭრილი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, გიორგის დამრიგებლის, ლია ტუშურის „ფეისბუკ“-პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ ბიჭი პოლიციელობაზე და პოლიციელის ნამდვილ ფორმაზე ოცნებობდა. გიორგიმ ოპერაციის წინ წერილი დაწერა, რომელიც დედას გადასცა: „აბა, რა, მე ხომ ადამიანების სიცოცხლეზე უნდა ვიზრუნო... შსს“. საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გიორგის საგანგებოდ მისთვის შეკერილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ფორმა და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა. ვაჟა სირაძემ მოზარდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაშიც წაიყვანა, სადაც მომავალი პოლიციელების მომზადება ხდება. მათ აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა უმასპინძლა, რომელმაც გიორგის სასწავლებლის სპეციფიკა გააცნო, აკადემიის შენობა, სასროლეთი და „შუთჰაუსი“ დაათვალიერებინა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)