|
2020-01-24 11:16:28, 2520 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კახა დამენია დამნაშავედ ცნო ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კ.დ-მ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და უშუალოდ ჰქონდა დავალებული პრივატიზების მიმდინარეობაზე კონტროლი, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, უკანონოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების გარეშე, მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ფართობის პრივატიზება. სახელმწიფოს მხრიდან სათანადო კონტროლით, მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის გასხვისებამ გამოიწვია პრივატიზებული ტერიტორიის გავერანება, დაირღვა დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის, როგორც საბაღე-საპარკე ხელოვნების შემადგენელი ნაწილის ერთიანი კონტექსტი და საფრთხე შეექმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)