|
2020-01-23 16:02:22, 2848 ნახვა
სამართალი
მიხეილ კალანდიას ადვოკატი: შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანი დესტაბილიზაციაა
„შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ, საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეს კონკრეტული პირები მათი მერკანტელური, პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად იყენებენ. „ჯერ კიდევ არიან ამ საქმის უკან მდგომი ისეთი ძალები, ვისაც აინტერესებს დესტაბილიზაცია და ჭეშმარიტების არდადგენა აღნიშნულ საქმეზე. აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია და ამ საქმის გამოყენება მათი ვიწრო მერკანტილური, პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ. შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმე განიხილებოდა, ზაზა სარალიძესა და მიხეილ კალანდიას მამას შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწმის დაკითხვისას ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, რასაც მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის უკმაყოფილება მოჰყვა. თეიმურაზ და ლუკა კალანდიები ზაზა სარალიძეს დარბაზიდან გაეკიდნენ. ინციდენტის განმუხტვა სასამართლოს მანდატურის სამსახურის ჩარევით გახდა შესაძლებელი
საათში 2.5 მილიარდი რუბლი - რუსეთის მიერ უკრაინასთან ომზე დახარჯულმა თანხებმა ახალ რეკორდს მიაღწია.
გონიოში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილი ისევეა თავისი შექმნილი სისტემის მსხვერპლი, როგორც იაგოდა, ეჟოვი და ბერია
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)