|
2020-01-20 16:45:41, 5487 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს, ამავე ცენტრის მძღოლს კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი დევრისაშვილს და აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტ გოჩა ნონაშვილს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეები დაღუპვას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს. ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ და კაპრალმა დევრისაშვილმა არხში ჩავარდნილი ავტომანქანიდან ასაკოვანი მოქალაქე გადმოიყვანეს, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მის გადასარჩენად ყველა შესაბამისი ზომა მიიღეს. კაპრალმა გოჩა ნონაშვილმა კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 4 მგზავრი ამოიყვანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)