17:18 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 11:27:51, 2221 ნახვა

კომენტარი
მეუფე დიმიტრი - მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს იმაში, რომ მამალაძეს ციხეში ყოფნა უხანგრძლივდება

„მეუფე პეტრეს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს იმაში, რომ დღეს მამალაძეს ციხეში ყოფნა უხანგრძლივდება“, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ, „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სინოდის შუამდგომლობის შემდეგ გათავისუფლდებოდა.

„მოლოდინი გვქონდა, რომ განთავისუფლდებოდა, რადგან ჩვენ, სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით პრეზიდენტს. ის რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა, რომ რაღაც დიალოგი შედგა ვითომ პრეზიდენტთან სრული აბსურდია. საერთოდ ამ ადამიანს ახასიათებს ეს ქოსატყუილობა. მე დეკანოზმა მამალაძემ მომწერა ის გახმაურებული წერილი, რომლის შინაარსსაც რატომღაც ყოფილი ჭყონდიდელიც არ ახმოვანებდა. თუ არ დამიხსნით ციხიდან მე ამ ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს დავურიგებო. ამას წერდა მამალაძე და აწერდა ხელს. ეს არის შანტაჟი. იმაში, რომ დღეს მამალაძეს უხანგრძლივდება კიდევ ციხეში ყოფნა ფაქტია, რომ ამ საქმეში ჭყონდიდელ ყოფილს, მეუფე პეტრეს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც მან 5 პატიმარი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics