|
2026-11-24 19:08:32, 212 ნახვა
პოლიტიკა
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენისა და გაღრმავების მთავარ წინაპირობად, ევროკავშირი სირიისგან საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას ითხოვს. გამოცემა Rapporteur-ის ინფორმაციით, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს ეყრდნობა, არაღიარების პოლიტიკის ამ კონკრეტულ ხაზს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ხელმძღვანელობს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კაია კალასმა პირდაპირ და არაერთხელ დააყენა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შაიბანისთან შეხვედრებისას, მათ შორის ოქტომბრის ვიზიტის დროს. გარდა ამისა, ევროკომისიის ცნობით, გასულ კვირას დამასკოში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაწვევის აუცილებლობა სირიულ მხარეს ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარმა, დუბრავკა შუიცამაც შეახსენა. საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების თემა სირიასთან პირდაპირ კავშირშია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გამო. რუსეთის სამხედრო მხარდაჭერაზე დამოკიდებულმა ასადის ხელისუფლებამ 2018 წელს მოსკოვის მოთხოვნით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარა, 2022 წელს კი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები (დონეცკი და ლუგანსკი). სწორედ ამ უკანონო აღიარების გამო გაწყვიტეს საქართველომ და უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები. 2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ სირიაში ახალი ხელისუფლება მოვიდა, რომელსაც საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა, ეკონომიკური მხარდაჭერა და ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება სჭირდება. ბრიუსელი კი სირიასთან კავშირების აღდგენის პროცესში სწორედ ამ გარემოებას იყენებს ბერკეტად.
საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის - გაბრაზებულმა მოსამართლემ გვარამია სხდომიდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



