19:14 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 19:07:39, 213 ნახვა

სამართალი
ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

"დაკავების შემდეგ, 2 თანამშრომელი ჩემგან ითხოვდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მე, პრაქტიკულად, საქმის კურსში არ ვიყავი. ასევე იყო ძალადობა, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. [...] შემიძლია, ეს პირები ამოვიცნო. ერთ-ერთი მათგანის სიტყვიერი მუქარა განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც გაგრძელდა - ამ ადამიანის კაბინეტში [...] მთელი ამ დროის განმავლობაში, ისინი ტელეფონით ვინმე "რონის" ეკონტაქტებოდნენ და ის აკონტროლებდა მთელ ამ პროცესს, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ და რომელიც ამ საქმესთან, რაზეც აქ ვართ შეკრებილი, არაფერ შუაში არ იყო [...]

იყო ხელის დარტყმა, მუქარა, შემდეგ უკვე კაბინეტში - იქვე იდო რაღაც "დუბინკა" თუ ა.შ. და ახლა ამ "დუბინკით" გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეშიო. ამ ტიპის საუბარი იყო. ეს უკვე კაბინეტში ხდებოდა მასთან, იმ განყოფილებაში, სადაც მიმიყვანეს". - თქვა ჩაჩუამ სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოქტომბრის დასაწყისში დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, შენახვასა და რეალიზაციას ედავებიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის - გაბრაზებულმა მოსამართლემ გვარამია სხდომიდან გააძევეს
გოგებაშვილზე ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი კაცის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics