19:57 - 24 Nov, 2026
|
2020-01-04 16:23:25, 2425 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზის შეწყალებაზე - საპატრიარქოს შუამდგომლობებიდან მხოლოდ 5%-ია დაკმაყოფილებული
„საპატრიარქოს მიერ დაყენებული შუამდგომლობებიდან, მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაკმაყოფილებულია მხოლოდ 5%“,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს შუამდგომლობის წერილი სინოდის სხდომიდან რამდენიმე დღეში გაეგზავნა, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. „საპატრიარქოს რაც ჰქონდა შესასრულებელი სინოდის გადაწყვეტილების შემდგომ რამდენიმე დღეში გაეგზავნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო შუამდგომლობის შესაბამისი წერილი. საპატრიარქოს მიერ დაყენებული შუამდგომლობებიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკმაყოფილებულია მხოლოდ 5%“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის - გაბრაზებულმა მოსამართლემ გვარამია სხდომიდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



