14:25 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 14:26:54, 1972 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია ტელევიზიების ინკასოზე: ეს არ არის დავალიანების საკითხი, ეს მედიების მოხრჩობის გზაა

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის დავალიანების საკითხი, ეს მედიების მოხრჩობის გზაა, მათ შორის „კავკასიის“ “, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ტელევიზიების ანგარიშებზე დადებულ ინკასოს.

მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო და უფრო იძენს პუტინისტურ ხასიათს.

„ეს საერთო პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინება არის, რაშიც ახალი არაფერია. თუმცა, სულ უფრო და უფრო იძენს პუტინისტურ ხასიათს ამ ხელისუფლების ქმედებები. ზუსტად აგვისტო და ახალი წლის წინა პერიოდი არის ხოლმე, როდესაც პუტინი დიდ გადაწყვეტილებებს იღებს, რადგან გონია, რომ ეს გაუვა ამ პერიოდში. წარმოუდგენელია და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინანსური საკითხი, ეს არ არის დავალიანების საკითხი. ეს არის მედიების მოხრჩობის გზა, მათ შორის „კავკასიის“. ამიტომ ეს იყო ძალიან სწრაფი რეაქცია, რაც ჩვენ გვქონდა სოლიდარობის. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ „კავკასიასთან“ ერთად იმისთვის, რომ ეს ტელეარხი არ დაიხუროს. იგივე პრობლემა აქვს „ტვ პირველსაც“, რაშიც სრულიად სოლიდარულები ვართ და აუცილებლად ვიქნებით მათ გვერდით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ ანგარიშებს ინსკასო დაედო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics