|
2019-12-24 11:47:14, 1721 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი: „ოცნება“ მზად არის კუხიანიძის გამო ფიზიკურად დაუპისრისპირდეს საკრებულოს სხვა დეპუტატებს
„საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ კუხიანიძის გამო შეუძლიათ ფიზიკურად დაუპისრისპირდნენ საკრებულოს სხვა დეპუტატებს, მათ შორის ოპოზიციონერებსაც“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრამ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძეს არა საკრებულოში, არამედ საზოგადოებაშიც არაფერი არ ესაქმება. „რეალობა არის შემდეგი, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს რაშია საქმე. მე მეუბნებიან გარემოს დაცვის კომისიაზე სახელმწიფოს მტერი რომ არის იმ კაცთან ერთად ვისაუბროთ პეპლებზე და ხეების გადარგვაზე და გადმორგვაზეაო. ეს კაცი ცინიკურად მოდის მაშინ, როცა ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობაში ჰყავთ ჯურღმულში და ოკუპანტებმა 1 წელი და 9 თვე მიუსაჯეს, ამ დროს ეს კაცი თბილად გადაადგილდება. მეტიც, დიდი პატივით ხვდება „ქართული ოცნება“ და კომისიის სხდომაზე, თურმე პეპლებზე ამ კაცთან ერთად უნდა ვისაუბრო. გარდა იმისა, რომ ის ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს აყენებს შეურაცხყოფას, ჩვენ ხომ ვნახეთ ამ დღეებში მან თქვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დადღაბნილი კანონებიაო და იმას პატივი უნდა ვცეთო. გუშინ მოგვიყვა, რომ ოკუპანტი რუსებს არ უნდა ვეძახოთ, რადგან ვაღიზიანებთო. ამ დროს ჩვეულებრივი პატარა გავრილოვი გვიზის დედაქალაქის საკრებულოში და გენერალური მესიჯი, რომელსაც ვიხვეწები, რომ გაუგზავნონ დანარჩენ მსოფლიოს ოკუპანტებს არის შემდეგი, რომ ამ კაცს არა საკრებულოში, არამედ საზოგადოებაშიც არაფერი არ ესაქმება. კაცი, რომელიც ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ვაღიაროთ, მათი კანონები ვაღიაროთ, ვაჟა გაფრინდაშვილს წიხლი ჩავაყოლოთ. საკრებულოს თავმჯდომარე ნაცვლად იმისა, რომ მასთან შევიდეს კამათში მთელი 15 წუთი მე მეკამათება. დოხტურიშვილის გაკეთებული განცხადება ისტორიას არ ახსოვს დედაქალაქში, მაგრამ კუხიანიძის დასაცავად მათ შორის მზად არის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც შემოვიდეს. ვის ეშინია დოხტურიშვილის, ერთს თუ მოიქნევს ორს მოვუქნევ, მაგის პრობლემა არ არის. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ კუხიანიძის გამო შეუძლიათ ფიზიკურად დაუპისრისპირდნენ საკრებულოს სხვა დეპუტატებს, მათ შორის ოპოზიციონერებსაც. თუმცა კუხიანიძეს არანაირი დისკომფორტი არ უნდა შეექმნას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)