21:17 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 16:45:49, 2497 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა

„2020 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჩემი ხედვა ეფუძნება მხოლოდ ჯარისკაცების კეთილდღეობას - ჯერ ჯარისკაცი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „თავდაცვის მინისტრის 100 დღის ანგარიშის“ წარდგენისას. 

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, ვინც იცავს ქვეყანას, იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას. ძლიერი ჯარი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მაქსიმალურად ძლიერი, ქმედითი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების შექმნის მიზნით სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტებად განისაზღვრა ნატოს სტანდარტებით თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლება და ჯარისკაცების სათანადო დაფასება. 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების, ასევე აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებები, რომლის მიხედვითაც ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და სიმამაცე საყოველთაოდ აღიარებულია. „ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის ღირსეული ელჩები არიან და ღირსეულად იცავენ მშვიდობას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, ამ 100 დღის განმავლობაში, უკვე გადაიდგა ნაბიჯები ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics