|
2019-12-20 16:02:38, 2004 ნახვა
კომენტარი
გომელაური: გმირები არიან ნამდვილად ჩვენი პოლიციელები, სახლიდან რომ გამოდიან ნამდვილად არ იციან დაბრუნდებიან თუ არა შინ ცოცხალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენი პოლიციელის დაჭრა. მოულოდნელად მოქალაქე აჩერებდა და ყელში მიაყენა 2 ჭრილობა, რომელიც ძალიან მძიმე ჭრილობები იყო. შემდეგ უკვე მეწყვილემ მოახერხა დამნაშავის ადგილზევე დაკავება. ასევე ჩაერთო მოქალაქე, რომელიც მიეხმარა. დიდი მადლობა მინდა იმ მოქალაქეს გადავუხადო, რომელიც მიჰყვა საავადმყოფომდე და მადლობა დიდი ექიმებს, მედპერსონალს, ვინც ჩაერთო და გადაარჩინა ჩვენი პატრულ-ინსპექტორი. ჯანმრთელად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გამოვა სამსახურში, ჩაერთვება ისევ მუშაობაში. მე მინდა ხაზი გავუსვა ყველა პოლიციელი, ყველა, პატრულის თანამშრომელი იქნება თუ კრიმინალური პოლიციის, ყოველ დღე უწევთ მათ გასვლა და ასეთ შემთხვევებზე შესწრება. სახლიდან რომ გამოდიან ნამდვილად არ იციან ისინი დაბრუნდებიან თუ არა სახლში ცოცხალი ან ჯანმრთელი. მინდა, რომ ყველამ პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. გმირები არიან ნამდვილად ჩვენი პოლიციელები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის 29 წლის თანამშრომელი დაჭრეს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)