13:25 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 12:07:45, 1513 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ

თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, დღევანდელი სხდომა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრით დავიწყო. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი სამძიმარი  და გულისტკივილი  ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ  მინდა  ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით 15  წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა  ენერგია, ემოციები დუღდა  თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა  ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი.

ლუკაც  ასეთი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი - რატომ? რისი გულისთვის? შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ. მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ - ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ - ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა და ასევე, სახელმწიფო ერთნაირად არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics