|
2019-12-14 13:36:36, 1637 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე
„ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, საქართველო უკვე გრძნობს თავს ევროპული ოჯახის წევრად და ამის დასტურია ის მიღწევები, რაც უკვე გვაქვს - იქნება ეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თუ ვიზალიბერალიზაცია. „ჩვენ ძალიან გეგმაზომიერად მივდივართ ევროპისკენ, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს გზა გასავლელი. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ახალგაზრდების ინიციატივით ეწყობა. როგორც იცით, „ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ფრთამ წამოიწყო ეს ინიციატივა და ესეც სიმბოლურია, რადგან სწორედ ჩვენი შვილები, მათი შვილები იქნებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ყველა გაგებით და ჩვენ ამას გეგმაზომიერი საგარეო პოლიტიკით მივაღწევთ", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამინისტრო ევროპასთან მიახლოებისა და ჰარმონიზაციის რეფორმების ავანგარდშია და რეფორმებს ატარებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ხარისხის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტის ნაწილი. „ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმა შემიძლია დავასახელო, რომელზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ უფრო მეტად ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებული და პრაქტიკულად მარტივად და ყველა ვალდებულებების შესრულებით თანდათან შევუერთდეთ ევროკავშირს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზეიმო განწყობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ჯერაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და არ გვაქვს საშუალება, რომ სრულიად საქართველომ - ერთიანმა, გაერთიანებულმა საქართველომ ერთად ვიზეიმოთ და ერთად აღვნიშნოთ ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია. „თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი, ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, ვერ ხვდება დღევანდელ დღეს საკუთარ ოჯახთან ერთად, არის ძალიან მძიმე. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ ევროპისკენ. ევროპა ეს არის გზა მეტი დაცულობისკენ, ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამას ყველა ერთად მივაღწევთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის - გაბრაზებულმა მოსამართლემ გვარამია სხდომიდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



