|
2019-12-12 14:20:25, 1706 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ეს იყო ძალადობრივი აქცია-პერფორმანსი - რამდენიმე ადამიანს სერიოზული ალერგია განუვითარდა
„ეს იყო ძალადობრივი აქცია-პერფორმანსი და ვფიქრობ, კრეატიულად ძალიან სუსტი“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერების შეტანის ფაქტს. როგორც მან აღნიშნა, უცნობი ნივთიერების სხდომათა დარბაზში შეტანა, რომელმაც რამდენიმე ადამიანს ალერგია განუვითარა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა კმარელების მიერაა ორგანიზებული. „მე არ ვიცი რისი სუნია ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ თუ სხვა კმარელები საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას იღებენ თავის თავზე, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი სერიოზულად ცუდად შეიქმნა. მათ შორის ერთი დამლაგებელი, რომლებსაც ალერგია განუვითარდათ. სუნის დაყენება დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შემოსვლას. ამიტომ, მე მათთან ვაკავშირებ ამას. მე დავინახე, რომ შემოვიდნენ, ქალბატონ ნატო ჩხეიძეს მიუახლოვდნენ. შეიძლება გააფრთხილეს. ყველაზე მაგარი რაც იყო, ეს იყო მთავარი არხის უცებ ჩართვა და გააქტიურება ყვირილით, რომ ტერორისტული აქტია და ევაკუაცია ხდება პარლამენტის. სამწუხაროა, რომ თქვენც ადასტურებთ, რომ ეს არის ევაკუაცია. ამას ჰქვია ძალადობრივი აქცია-პერფორმანსი და ვფიქრობ, კრეატიულად ძალიან სუსტი, რომ „მთავარი არხი“, „ნაცმოძრაობა“, მოძრაობა „კმარა“ თუ „სირცხვილია“ და ნადირაშვილი არიან გაერთიანებული ერთ სცენარში, რომელმაც ეს არეულობა გამოიწვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის მიზეზი ოპოზიციის ორი დეპუტატია, რომლებმაც დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანეს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)