17:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 15:30:39, 1363 ნახვა

კომენტარი
გახარია - მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა

მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

პრემიერი დაინტერესდა, როგორი მდგომარეობაა ზამთრის კურორტებზე როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების ნაწილში.

„უნდა ვიცოდეთ, სად ვართ ინფრასტრუქტურულად, სანომრე ბაზით, კატასტროფის მედიცინის კუთხით, როგორი მოლოდინი გვაქვს ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით, სად ვართ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილში, რა მდგომარეობაში გვაქვს გზები. ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემები. ყველა უწყებამ გვითხრას თავისი მიმართულების შესახებ, რათა სეზონის გახსნისთვის მაქსიმალური მზაობა გვქონდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გათვალისწინებულია წინა წლების გამოწვევები და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვითარების უზრუნველყოფა.

შეხვედრაში მონაწილე უწყებების ხელმძღვანელებმა, ტურისტული ნაკადის ზრდის გათვალისწინებით, მიიღეს დავალებები, როგორ შეიძლება კიდევ უფრო ეფექტურად წარიმართოს სამუშაოები, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურა ერთობლივად ახორციელებს.

გაიწერა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც ინტეგრირებულია ყველა ის უწყება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics