|
2019-12-09 17:36:54, 1740 ნახვა
კომენტარი
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება
„დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში" გამართულ კონფერენციას - „რუსეთის კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში". ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი „ეგოისტური მიზნებით“. „დღეს, სასტუმრო „რუმსში", უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის" ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)