|
2015-07-23 11:58:36, 405 ნახვა
პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას თავად კახა კალაძე ლობირებს
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სემეკ-თან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო გაზრდას აპროტესტებს. როგორც ბაღათურიამ განაცხადა, ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით კომერციული ინტერესი თავად ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს აქვს და ამ საკითხს სწორედ ის ლობირებს. „ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის არც ეკონომიკური და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსბეობს. საქმე იმაშია, რომ თავად კახა კალაძეს აქვს პირადი კომერციული ინტერესი ენერგეტიკაში და ის ლობირებს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას. მას უფასოდ ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, მფლობელობაში გადაეცა 18 ჰიდროელექტროსადგური და 3 თბოელექტროსადგური. დღეს განაცხადი სწორედ ამ კომპანიებს აქვთ შემოტანილი. ასევე ცნობილია, რომ ენერგო პრო ჯორჯია, თავად კალაძემ და ნოღაიდელმა შემოიყვანეს თავის დროზე. თუკი დღეს ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და ეს ხელისუფლება დაამხოს“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. ცნობისთვის, "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)