|
2015-07-22 14:17:28, 514 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ვაცნობთ
ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში ჩავაყენოთ საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმად, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გამაგრების პროცესი გაგრძელდება. კალაძის თქმით, ამ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის ქმედებებს დადებითი შეფასება მისცა. „ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული ქვეყნები, ევროპული ქვეყნების დიპლომატები ჩავაყენოთ საქმის კურსში, მივაწოდოთ არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც არის საოკუპაციო ხაზთან. ამასთან დაკავშირებით ევროკაშირის გზავნილები ჩვენ მოვისმინეთ გუშინ, როდესაც ბატონი ტუსკი იმყოფებოდა საქართველოში და მან ძალიან დადებითი შეფასება მისცა მთავრობის რეაქციასა და გონივრულობას ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)