03:34 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 17:07:55, 456 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკმა ქართველ სამხედროებს ცენტრალურ აფრიკაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ტუსკმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ჯარისკაცებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა, სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნის წარმატების წინაპირობაა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მისიაში ქართული კონტინგენტის წვლილს მაღალი შეფასება მისცა და მათ ყოველივე კარგი უსურვა.

 „ძვირფასო ჯარისკაცებო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რასაც ევროპას უწევთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. თქვენმა შრომამ, თავგანწირვამ ევროკავშირში მაღალი შეფასება მიიღო და მე პირადად ძლიერ ვამაყობ თქვენით, თქვენი ღვაწლით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. თქვენ უნდა გიმადლოდეთ, თქვენს მზაობას, პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, თქვენს ერთგულებას. საქართველო აქედან გამომდინარე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გახლავთ მსოფლიოში საერთაშორისო სოლიდარობის. ჩვენი სამხედრო ოპერაციები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ქმნის უსაფრთხოებას ძალიან რთულ ტერიტორიაზე, ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს იმათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით, უსაფრთხოების საბჭოს მანდატით და ფართო საერთაშორისო ძალისხმევის ჩარჩოებში. საქართველოს მონაწილეობა ოპერაციაში მეორე, ყველაზე დიდი კონტიგენტის სახით, გახლდათ წინაპირობა ქვეყნის წარმატებისა. ერთად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანს ვაღწევთ ევროპული, გლობალური თანამშრომლობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. მე თქვენს წვლილს მაღალ შეფასებას ვაძლევ და ყოველივე კარგს გისურვებთ ძვირფასო მეომრებო“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics