|
2015-07-21 15:13:16, 788 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ხუთ დაზარალებულს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა
პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის მორიგ ხუთ ფაქტზე დაასრულა გამოძიება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა ხუთი დაზარალებულის დარღვეული უფლებების აღდგენა, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულ გივი თოდაძეს გადაეცა „რენჯ როვერი“-ს და „კრაისლერი“-ს მარკის ავტომობილები; დაზარალებულ გიორგი რეხვიაშვილს გადაეცა “მერსედეს-ბენც ML 350” და “ჰიუნდაი სონატა”-ს მარკის ავტო მანქანები, ხოლო შმაგი რატიანს და პარსამ ზალინიანს გადაეცათ „ფოლკსვაგენ პასატის“ ფირმის ორი ავტო მანქანა. „რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის მორიგ ხუთ ფაქტზე დაასრულა გამოძიება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა ხუთი დაზარალებულის დარღვეული უფლებების აღდგენა. დღეს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით და მთავრობის განკარგულებით, დაზარალებულ გივი თოდაძეს გადაეცა „რენჯ როვერი“-ს და „კრაისლერი“-ს მარკის ავტომობილები; დაზარალებულ გიორგი რეხვიაშვილს გადაეცა “მერსედეს-ბენც ML 350” და “ჰიუნდაი სონატა”-ს მარკის ა/მანქანები, ხოლო შმაგი რატიანს და პარსამ ზალინიანს გადაეცათ „ფოლკსვაგენ პასატი“ ფირმის ორი ა/მანქანა. ხსენებული ა/მანაქანები, 2010-2011 წლებში, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული. გარდა ამისა, დაზარალებულ ივანე მახარაშვილს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, გადაეცემა სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც დაზარალებულს უკანონოდ დაათმობინეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ. პროცესი, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ახლადშექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება 2012 წლის 01 ოქტომბრამდე, საჯარო მოხეელების მიერ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის, დათმობის, ჩუქების ფაქტების გამოძიებას და დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, ქონების დაბრუნებით მათი უფლებების აღდგენას, კვლავ გაგრძელდება და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)