|
2015-07-20 19:19:48, 432 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა, ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეფასებით, ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა. როგორც ტუსკმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვევა და მათ მუშაობას ადგილზე გაეცნობა. ამასთან, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „პირადად მივიჩნევ, რომ ბოლო დროის ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, სეპარატისტულ რეჟიმთან სამხრეთ ოსეთში, ნამდვილად არასწორი მიმართულებაა, ეს ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა და ნამდვილად არ ემსახურება ნდობისა და სხვა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზებისა და კონფლიქტის ხანგრძლივი მოგვარებისკენ. ხვალ ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რათა საკუთარი თვალით ვიხილო, თუ რა მდგომარეობაა იქ და მექნება საშუალება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობს გავეცნო. ევროკავშირის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ნათლად გამოხატულია. ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. ხელშეკრულებებს რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ყველა თავისი ვალდებულება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული“,-განაცხადა დონალდ ტუსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)