09:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 19:10:42, 460 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: წლის ბოლოსთვის ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური დინამიკის რეალისტური მოლოდინი

„წლის ბოლოსთვის ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური დინამიკის აბსოლუტურად რეალისტური მოლოდინი“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ამრგველაშვილმა ვიზალიბერალიზაციის  საბოლოო ანგარიშის თაობაზე  დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპული დღის წესრიგი სულ უფრო პროგრესირებს.

„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საქართველოს ბოლო წელიწადნახევრის, 2 წლის დინამიკას და ვხედავთ, რომ ევროპული დღის წესრიგი სულ უფრო პროგრესირებს. პირველი იყო ასოცირების ხელშეკრულება, ამ ხელმოწერამდეც და შემდეგაც ერთ-ერთი მთავარი, დომინანტური და პოლიტიკური ვექტორი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში იყო ევროპული დღის წესრიგი. დღეს  საქართველოს მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ ეფექტურად უპასუხონ მისიის მოთხოვნებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამ დინამიკაში როცა ევროპელ პარტნორებთან ღრმავდება კავშირი, მიმაჩნია, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური დინამიკის აბსოლუტურად რეალისტური მოლოდინი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics