|
2015-07-20 19:09:00, 525 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას
ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იგი ხვალ ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა. „ჩვენი მოლაპარაკების ფარგლებში ასევე განვიხილეთ რთული რეგიონალური და საერთაშორისო კონტექსტი. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ავამუშაოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა მიღწეულ იქნას გადაწყვეტილება. ხვალ მე ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლობო მისიას და ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რათა კიდევ ერთხელ შევაფასო სიტუაცია ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ვიმყოფები, იმიტომ რომ თქვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შეიძლება ევროპა არ გაძლევთ ყველაფერს, რისი მიღების სურვილიც გაქვთ, მაგრამ ევროპა მაქსიმალურად ცდილობს და თუ შეადარებთ სხვა მეგობრებს ევროპას, ალბათ ხვდებით რასაც ვგულისხმობ. დამერწმუნეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომლის თვალსაზრისით გვინდა საქართველოს გვერდზე ვიყოთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)