|
2015-07-20 19:01:14, 469 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: უმნიშვნელოვანესია, მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან კოორდინირებული პასუხი
უმნიშვნელოვანესია ამ ურთულს ვითარებაში, მშვიდი გონებით დავგეგმოთ პროვოკაციებთან, თუ ამ ტიპის ზეწოლასთან კოორდინირებული პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საოკუპაციო ძალების მიერ ახალი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. პრეზიდენტმა კოორდინირებული პასუხის ორი კომპონენტი დაასახელა. მისი განმარტებით, "პირველი - ეს არის ევროკავშირის მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე ზურგს უმაგრებს და მეორე - საქართველო არ აჩერებს თავის განვითარებას და რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება". „თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და ბუნებრივია ჩემთვის პირადად, თითოეული აღამართული ნიშანი, რომელიც გამოხატავას ისტორიულ სამართლებრივ უსამართლობას ჩვენს ტერიტორიაზე, სუვერენული ქვეყნის ტერიოტრიაზე, ყოველი გავლებული მავთულხლართი არის მიუღებელი, მიუღებელი იყო და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ გვკტიკვა თითოეული ასეთი ფაქტი. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ამ ურთულს ვითარებაში, ჩვენ შევინარჩუნოთ სტრატეგიული ხაზი და არა ემოციებით, არამედ მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან, თუ ამ ტიპის ზეწოლასთან კოორდინირებული პასუხი. ამ პასუხს გააჩნია რამდენიმე კომპონენტი - პირველი არის ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს, ჩვენ დღეს ფაქტიურად ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან გვესმის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების და ჩვენი სუვერენიტეტის. ეს არის უმნიშვნელოვანესი განცხადებები, რომელიც ზურგს უმაგრებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, აგრძელებს ჩვენს ხაზს. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არ ჩერდება და არ აჩერებს თავის განვითარებას, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში, კიდევ უფრო მეტ ქვეყანას აზიისა და ევროპის კონტინენტებზე აკავშირებს ერთმანეთთან და ხდება ქვეყანა, რომლის სტაბილურობა, განვითარება, სუვერენიტეტი არის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოთამაშეებისათვის, როგორც აზიაში ასევე ევროპაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, არსებული ვითარებაში გადაწყვეტილების მშვიდად მიღება, ნაკლები პოლიტიკური სპეკულაცია და ერის გაერთიანება, საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს. „ბუნებრივია ჩვენ ვცდილობთ საზოგადოების კონსოლიდაციას იმ ღირებულების ირგვლივ, რასაც ქვია ამ ვითარების მშვიდი გადაწყვეტა, ნაკლები პოლიტიკური სპეკულაცია ამ საკითხზე, ერის და ქვეყნის გაერთიანება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველივე ეს, შედეგად მოგვცემს წარმატებას და მოგვცემს გამარჯვებას ამ მიმართულებით. საქართველო არის და მომავალში გააგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის თამაშს ევროპასა და აზიას შორის პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)