20:18 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 16:13:24, 1785 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოში კვლავ გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებას

მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მდგრადი განვითარების საკითხებში სტივენ შონბერგერი.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის რეფორმების გეგმა, საუბარი შეეხო 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, მათ შორის, მდგრადი განვითარების კუთხით.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ურბანული და მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. 

ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს მიულოცა მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევაში  - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში"  მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებით, საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოხვდა.

შეხვედრაზე, ასევე, პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დონორია. 25 წელზე მეტი ხნის თანამშრომლობის მანძილზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics