17:27 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-26 17:09:19, 217 ნახვა

High - Tech
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია

5–6 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, GAIA-ის ორგანიზებით ეროვნული AI ჰაკათონი გაიმართება. ღონისძიების მთავარი პარტნიორია თიბისი.

წლევანდელი ჰაკათონი აგენტურ ხელოვნურ ინტელექტს (Agentic AI) ეძღვნება და მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკული პოტენციალის წარმოჩენასა და ინოვაციური AI პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას.

ჰაკათონის მონაწილე გუნდები ბიზნესისთვის აქტუალურ, რეალურ გამოწვევებზე იმუშავებენ. მათ ორი დღის განმავლობაში უნდა შექმნან AI პროდუქტის პროტოტიპი და წარმოადგინონ მისი სამუშაო დემო ან მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი, ტექნიკური და კომერციული განვითარების მოდელთან ერთად. ჰაკათონის წლევანდელი თემა - Agentic AI - მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, იმუშაონ ხელოვნური ინტელექტის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც არა მხოლოდ ინფორმაციის დამუშავება, არამედ დამოუკიდებლად მოქმედება, პროცესების მართვა და კომპლექსური ამოცანების შესრულება შეუძლიათ.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მინიმუმ მესამე კურსის სტუდენტებს, დეველოპერებს, ინჟინრებსა და მონაცემთა მეცნიერებს. გუნდები 2–5 წევრისგან უნდა შედგებოდეს. კონკრეტული დავალება რეგისტრირებულ გუნდებს ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე გაეგზავნებათ.

გელოდებით - შეკარი გუნდი, დარეგისტრირდი და ჩაერთე ინოვაციების შექმნის პროცესში.

თიბისისთვის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ყოველთვის აქტიურად უწყობს ხელს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ახალი ტალანტების აღმოჩენას, განვითარებას და ისეთი იდეების განხორციელებას, რომლებიც ადამიანებისა და ბიზნესის რეალურ საჭიროებებს პასუხობენ.

როგორც ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი, თიბისი მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და ქმნის შესაძლებლობებს, რომ ტექნოლოგიურმა საზოგადოებამ ახალი იდეები რეალურ პროდუქტებად აქციოს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
ისარგებლე Amex-ის Black Friday შეთავაზებებით - მიიღე მეტი MR ქულა და ფასდაკლებები
ორგანიზაციები: „ახალის“ წარმომადგენლებისთვის კითხვის დასმის უფლების ჩამორთმევა დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics