|
2026-11-26 17:10:39, 218 ნახვა
ეკონომიკა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
სელფი მობაილის აპლიკაცია MyCellfie, პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის, Globee Awards for Technology-ის ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა კატეგორიაში 2026 წლის საუკეთესო მობილური აპლიკაცია / პლატფორმა (Best Enterprise-Grade Mobile Application or Platform). Globee Awards for Technology მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიაში ტექნოლოგიურ მიღწევებს, პროდუქტებსა და ციფრულ გადაწყვეტილებებს აფასებს. MyCellfie ერთიანი ციფრული სივრცეა მომხმარებლებისთვის, რომელიც აერთიანებს მობილური მომსახურებების მართვასა და ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან შესაძლებლობებს. MyCellfie მუდმივად ვითარდება, რათა მომხმარებელმა მობილური მომსახურებები უფრო მარტივად მიიღოს. ბოლო განახლებებით: გამარტივდა აპლიკაციაში შესვლა, საკუთარი და სხვა ნომრის ბალანსის შევსება, პაკეტების შეძენა და როუმინგით სარგებლობა. განახლებული ნავიგაცია და მთავარი გვერდი მომხმარებელს დარჩენილი ინტერნეტის, წუთებისა და სხვა რესურსების სწრაფად ნახვაში ეხმარება, გადახდამდე კი უფრო მკაფიოდ აჩვენებს გადასახდელი თანხის განაწილებას. Სულ ახლახანს, აპლიკაციას დაემატა საბანკო ანგარიშიდან გადახდის შესაძლებლობაც. „MyCellfie-ს განვითარების მთავარი მამოძრავებელი, მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილებაა - რამდენად მარტივად პოულობს საჭირო მომსახურებას, ასრულებს სასურველ მოქმედებას და იღებს მისთვის ღირებულ შეთავაზებას. Ამიტომაც, ახალი ფუნქციების დამატებასთან ერთად, მუდმივად ვამარტივებთ არსებულ პროცესებსაც. გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის ეს მუშაობა ასეთ მაღალ საერთაშორისო დონეზე აღინიშნა. Ჩვენთვის ეს დამატებით მოტივაციის საფუძველია“, - აცხადებს ია კუპატაძე, სელფი მობაილის ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი. Globee-ს ჯილდო MyCellfie-სთვის წელს მესამე საერთაშორისო აღიარებაა - 2026 წელს აპლიკაცია Best Mobile App Awards-ის გამარჯვებული გახდა, საუკეთესო აპლიკაციის კატეგორიაში და, ასევე, მოიპოვა Global Recognition Award-ი, მომხმარებლის საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის.
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
ისარგებლე Amex-ის Black Friday შეთავაზებებით - მიიღე მეტი MR ქულა და ფასდაკლებები
ორგანიზაციები: „ახალის“ წარმომადგენლებისთვის კითხვის დასმის უფლების ჩამორთმევა დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



