|
2019-09-27 23:34:06, 3313 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის თქმით, აშშ-სთან ფრენების კუთხით დამაიმედებელი პასუხები გვაქვს
„იმისთვის, რომ ადამიანები საქართველოში უფრო ადვილად ჩამოვიდნენ, მათი ტურისტული დანახარჯები იყოს ნაკლები და ჩვენი მიმზიდველობა იყოს უფრო მეტი, რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენების არეალის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი" სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, საავიაციო ნაწილში საქართველოს „ღია ცის" პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ტურისტულ პოლიტიკასთან, რადგან მსოფლიოში საქართველოს წარდგენა ხდება უსაფრთხო, უნიკალური, საინტერესო ტურისტული ბაზრის მქონე ქვეყნის იმიჯით. როგორც გადაცემაში სტუმრობისას ნათია თურნავამ განაცხადა, ევროპასთან მიმოსვლა ძალიან მრავალფეროვანი გახდა, რასაც ხელი შეუწყო ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების - „ვიზეარის" და „რაინეარის" შემოსვლამ. „თუმცა, ახლა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პოლიტიკურად, ისე კომერციულად არის პირდაპირი მიმოსვლა აშშ-სთან და აქ გვაქვს ძალიან დამაიმედებელი შედეგები. თუმცა, ამ კონტექსტში მინდა კიდევ ერთი სიახლე ვახსენო - ეს არის იმ სანქციების გაუქმების პერსპექტივა, რაც ჩვენ დაგვეკისრა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის მხრიდან. ამ სანქცების გაუქმება ცალსახად დადებითი მოვლენაა, რაც პოზიტიურად იმოქმედებს მოლოდინებზე, მიმოსვლაზე და მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ის უარყოფითი შედეგი, რაც ტურიზმის თვალსაზრისით სანქციებმა მოუტანა საქართველოს, განეიტრალებული იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აშშ-სთან ფრენების კუთხით გვაქვს დამაიმედებელი პასუხები და მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ამერიკულ მხარესთან პირდაპირ ფრენებზე დაწყებულია. „ამერიკის ფრენები არის ძალიან პერსპექტიული, გვაქვს დამაიმედებელი პასუხები. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი აშშ-ში და შევხვდით ავიაკომპანიებს „დელტა" და „იუნაიტედ ეარლაინსს". მთავარია, დიალოგი დაიწყო, პროცესი დაიწყო და ეს არ არის რამდენიმე დღეში გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ საბოლოო შედეგი იქნება დადებითი გადაწყვეტილება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



