|
2019-09-03 15:03:27, 1846 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ ბარათის მფლობელებისთვის Apple Pay ხელმისაწვდომი გახდა
დღეიდან „ვითიბი ბანკის“ ბარათების მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ მარტივი და უსაფრთხო პირადი გადახდების ინსტრუმენტით Apple Pay, რომელიც მთლიანად ცვლის მობილური გადახდებს და ხდის მათ უფრო მარტივს და სწრაფს. Apple Pay დაფუძნებულია უსაფრთხოებაზე და კონფენდენციალურობაზე. ბარათის ნომრის დამატებისას, Apple Pay არ ინახავს მას არც მოწყობილობაზე და არც Apple -ის სერვერებზე. სანაცვლოდ ხდება მოწყობილობის უნიკალური ნომრის მინიჭება, რომელიც იშიფრება და უსაფრთხოდ ინახება თქვენი მოწყობილობის ჩიპში - „უსაფრთხო ელემენტი“. Apple Pay-ს დაყენება მარტივია. საკრედიტო და სადებეტო ბარათის დამატება ხდება აპლიკაციით Wallet, სავაჭრო ობიექტებში გადახდა შესაძლებელია ტელეფონით iPhone SE, iPhone 6 და უფრო გვიანი მოდელებით, ასევე Apple Watch -ით. ონლაინ ან აპლიკაციით რაიმეს შეძენის დროს Apple Pay იძლევა მარტივ, Touch ID -ზე ერთი შეხებით გადახდის შესაძლებლობას, ასევე გვერდითი ღილაკის ორჯერ დაჭერით ან Face ID -ს გამოყენებით IPhone X –ს შემთხვევაში. ამასთან ერთად საჭირო აღარ არის, დოკუმენტებში საკონტაქტო მონაცემების ხელით შევსება, განმეორებით მიწოდების ან ანგარიშის დეტალების შეყვანა. შენაძენის გადახდისას აპლიკაციით ან ბრაუზერში Safari, Apple Pay მუშაობს iPhone 6 -ს ან შემდგომი მოდელის ტელეფონებზე, ასევე ხელმისწვდომია iPad Pro, iPad Air 2, iPad mini 3 -ს და უფრო ახალ მოდელებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple Pay, 2012 წლის შემდგომ გამოშვებული Mac-ზე რომელზედაც დაყენებულია სისტემა macOS Sierra, ხოლო გადახდის დადასტურება შესაძლებელია ტელეფონით iPhone 6, შემდგომი მოდელის ტელეფონებით, Apple Watch -ის გამოყენებით და ასევე MacBook Pro -ს Touch ID -ზე თითის მიკარებით.
(R)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)