02:30 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 18:59:31, 444 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი აშშ-ის „მრჩეველთა ჯგუფს“ შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის თავდაცვის ინსტიტუტის მშენებლობის „მრჩეველთა ჯგუფის“ წევრებს უმასპინძლა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით,  შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და თავდაცვის სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უწყებაში პერსონალის მართვის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, შემოდგომიდან თავდაცვის სამინისტროში ბევრი სიახლეა დაგეგმილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წარმატებულ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული იყოს ყველა ის რეფორმა, რომელსაც უწყება დაიწყებს.

„მე მათ პირადად ვთხოვე ზაფხულის ბოლომდე წარმოგვიდგინონ რამდენიმე მიმართულებით დასრულებული კონცეფცია, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც თავად სამხედროები ძალიან ბევრს საუბრობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის სიჯანსაღისთვის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრმა სტუმრებს გაწეული მხარდაჭერისთვის და გაწეული რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილის, დოქტორ ბერნი როსტკერის ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართეს. უცხოელი სტუმრები გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის თავდაცვის ინსტიტუტის მშენებლობის „მრჩეველთა ჯგუფი“ საქართველოში 2011 წლიდან საქმიანობს. ჯგუფი ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სტრატეგიასა და დაგეგმვას შეისწავლის. მათ მიზანს პროფესიული სამხედრო განათლების, ბიუჯეტირების, ლოგისტიკის, შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურის სფეროების გაცნობა და მუშაობის პროცესში პერსონალის დახმარება წარმოადგენს.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics