|
2019-08-19 16:31:02, 1131 ნახვა
რეგიონი
20-21 აგვისტოს „რომაული ფესტივალი 2019“ გაიმართება
2019 წლის 20-21 აგვისტოს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში საგანგებოდ მოეწყობა რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. წარმოდგენილი იქნება, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. მოეწყობა სადღესასწაულო ბაზრობა, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, კერამიკული ნაწარმი და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშები. ჩატარდება მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები. გაიმართება სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობა, მათ შორის ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’. გაიმართება ტურნირი ,,გონიოს თასი’’, სამ სპორტულ სახეობაში: ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა, ცხენოსნობა. ფესტივალის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა. ფესტივალის პროგრამა 20 აგვისტო : 10:00 - ფესტივალის გახსნა; 10:00 – 14:00 რომაული სანახაობები და პერფორმანსები : რომაული ცეკვა,მონის მონათხრობი,გლადიატორთა ორთაბრძოლა; 11:00 -14:00 რომაელი ლეგიონერების საუბრები; 11:30 –12:30 ცხენოსნობის ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვაში; 12:30 -14:00 მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები; 14:00 -16:00 ტურნირი მშვილდოსნობაში; 10:00 – 18:00 - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; 21 აგვისტო: 10:00 - ფესტივალის გახსნა; 10:00 – 14:00 რომაელი მთხრობელის საუბრები; 11:00 – 15:00 რომაული სანახაობები და პერფორმანსები : რომაული ცეკვა,მონის მონათხრობი, გლადიატორთა ორთაბრძოლა: 11:30 -15:00 მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები; 12:00 – 13:00 ტურნირი ქართულ ჭიდაობაში; 13:00 – 15:00 ტურნირი მშვილდოსნობაში; 10:00 – 18:00 - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
(NS)
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)