|
2019-08-14 12:36:01, 894 ნახვა
საზოგადოება
ბახტაძე: ტურისტების ნაკადის ზრდის მიუხედავად, მათგან მიღებული შემოსავალი 60 მილიონით შემცირდა
მიუხედავად იმისა, რომ ივნისში ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა, ივლისში ტურისტულმა სექტორმა, გასულ წელთან შედარებით, 60 მილიონით ნაკლები შემოსავალი მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბახტაძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქვს გრძელვადიანი სტრატეგია, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს ტურისტულ სექტორში ძველებურად წარმატებული დინამიკა. „ჩვენს მიერ წარმართული პოლიტიკა ტურიზმის სექტორში იყო ძალიან ეფექტური და მან მოგვცა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგები. განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩვენი პოლიტიკა 2019 წლის პირველ ნახევარში. მე აჭარის სტატისტიკა მოვიყვანე მაგალითად - მხოლოდ ივნისში თითქმის 40 პროცენტით იყო გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ტურისტების რაოდენობას და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს რაოდენობა არ შეგვიმცირდეს, უფრო მეტიც - გავზარდოთ და გავხადოთ ის დივერსიფიცირებული, მაგრამ ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს სტატისტიკა შემოსავლების თვალსაზრისით. ანუ, ტურისტული სექტორი რა შემოსავალს იღებს ტურისტების იმ ნაკადებიდან, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ. ივლისის თვეში, სამწუხაროდ, პირველადი ინფორმაციის მიხედვით, თითქმის 60 მილიონით ნაკლები მიიღო ტურისტულმა სექტორმა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ეს არის ძალიან ცუდი. პირადად მე და ჩემი გუნდი ნამდვილად ვერ შევხედავთ ამ პრობლემას ვარდისფერი სათვალით. ეს არის პრობლემა - მცირე და საშუალო ბიზნესმა, სასტუმროებმა, რესტორნებმა, გიდებმა ვერ მიიღეს ის შემოსავალი, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ. უფრო მეტიც - შემოსავალი შეგვიმცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. არის ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, არის. ამ პრობლემას აქვს მოკლევადიანი გადაჭრის პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ტურისტულ სექტორში ის დინამიკა, რაც გვქონდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)